ქვემო ბეთლემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისი. ქვემო ბეთლემის ეკლესია

ქვემო ბეთლემის ტაძარი – მაცხოვრის შობის ეკლესია დგას თბილისში, სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ მხარეს ზემო ბეთლემის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. აქ XVIII ს. მოციქულთა სწორის, პირველმოწამისა და მთავარდიაკვნის, წმ. სტეფანეს სახელობის დედათა მონასტერი ააგეს. საბჭოთა პერიოდში ტაძარი დაიხურა და არ ფუნქციონირებდა.

ეკლესია გეგმით ჩაწერილი ჯვრის ტიპისაა. ნაგებია აგურით და მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ქვის ფილებით, გუმბათი ამოყვანილია ოთხ, თავისუფლად მდგომ ბურჯზე. ტაძარს აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდა. ფასადი დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებით. ტაძარი რესტავრირებულ იქნა XX საუკუნის 90-იან წლებში, ინტერიერი მოიხატა ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. აკურთხეს მაცხოვრის შობის სახელზე და ამჟამად აქ მოქმედი ეკლესიაა.


Logo1.JPG ბეთლემი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები