ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ჭალის წმინდა გიორგის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის მიდამოებში, ნასოფლარ ძველ კუდუხაანსა და ნასოფლარ მონასტერს შორის, გორაზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,9X7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კარის წირთხლი თლილი ქვისაა, შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი ოთხკუთხაა და დარბაზისგან გამოყოილია პილასტრებით. საკურთხეველიც და დარბაზიც გადახურულია კამარით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედლის სარკმლის ქვეშ, ცენტრში ერთი ნიშია, თითო მომცრო ნიში გვერდით კედლებშია, ერთი სწორკუთხა ნიში – დარბაზის სამხრეთ კედელში. ეკლესიას სწორკუთხა პროფილირებული ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა. გადახურული ყოფილა ორიგინალური ფორმის კრამიტით, რომელზეც ჯვარია გამოსახული.

ეკლესიას სახრეთიდან მთელ სიგრძეზე ჰქონია ოდნავ მომრგვალებული კამარით გადახურული მინაშენი, რომელსაც აღმოსავლეთ კედელში ჰქონდა ერთი სარკმელი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები