ქვემო ხანდაკის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ხანდაკის მთავარანგელოზის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხანდაკის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,5X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებზე დაბჯენილ თაღსა და აფსიდის მრავალპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, ნაწყობია აგურით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები