ქვის წულად მქცეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვის წულად მქცეველი – ღუდას ყოვლადწმიდას დღეობაზე მისულა ერთი უშვილო დედაკაცი, თურმე ძალიან უნდა, რომ შვილი ჰყავდეს, მაგრამ არ უჩნდება. იმ დროს ხორცის ნაწილს იძლევიან ხატში მამაკაცებისთვის. ადგა ეს ქალი, ქვა გაახვია ჩვრებში, მომეცით ყრმის წილიო. და მისცეს დასტურებმა ნაწილი, როგორც მამაკაცს ეკუთვნოდა. და გამობრუნდა თუ არა ქალი, ქვა ბავშვად ექცა მკლავებში და შესჩხავლა დედას: გაუმარჯოს ღუდას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ქვის წულად მქცეველსო! მთიულები და ოსები ლოცულობენ ღუდას ღვთისმშობელში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები