ქილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქილა

ქილა - თიხის ოვალური ფორმისა და სხვადასხვა ტევადობის თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო და საოჯახო სფეროში.

ერთსახოვანი, მაგრამ ტევადობით განსხვავებული ქილები, მზადდება საქართველოში კერამიკული წარმოებით ცნობილ ცენტრებში. ქილები კეთდებოდა როგორც მოუჭიქავი, ასევე მოჭიქული, მცირე და საშუალო ზომისა. ფორმით ქილა იყო:

  • ტუჩიანი,
  • უტუჩო,
  • პირგადაშლილი,
  • პირშეკრული,
  • ქობიანი,
  • უქობო,
  • უყურო,
  • ყურიანი,
  • ორყურა და სხვა.

აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ზომის ქილები ცნობილია „ქოცო ქილის“, „მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“, „ერბო ქილის“, „საზედაშე ქილის“, „ორყურა ქილის“, „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ სახელწოდებით

დასავლეთ საქართველოში გვხვდება: „საწველული“, „სახორბლე“, „საფქვილე“, „საყველე ქილები“.

ქილების უმეტესობისთვის ნიშანდობლივია პირის ქობის დამშვენება „თევზიფხური“ ორნამენტით. დიდ ქილებს მხარზე და ძირთან შემოვლებული აქვს თოკისებური გრეხილი. ანალოგიური სარტყლით ჭურჭლის შემკობის წესი დამახასიათებელია როგორც გვიანბრინჯაოს, ისე ადრეფეოდალური ხანის კერამიკისთვის.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები