არფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქნარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არფა

რფა - (იტალ. arpa გერმ. Harfe) ქნარი, ერთ-ერთი უძველესი სიმებიანი საკრავი.

სამკუთხა, უგრიფო, სიმებიანი საწკმეტი საკრავი; შედგება საყრდენი სვეტის, ჩარჩოს და სარეზონატორო ყუთისაგან.

თანამედროვე არფა 46 სიმიანია. სიმები ვერტიკალურადაა გაბმული რეზონატორიან სამკუთხა ჩარჩოზე. არფას აწყობენ დიატონური წესით; ძირითადი წყობაა დო-ბემოლ მაჟორი. საკრავის საყრდენზე სიმების შესაბამისად შვიდი სამკუთხა კბილანაა, რომლებშიც პედლებია ჩადგმული. პედლის ერთი მოძრაობა არფის მთელი დიაპაზონის მანძილზე ნახევარტონით ან ერთი ტონით ცვლის თითოეულ ბგერას. არფის დო-სიმები წითელია, ფა-სიმები ლურჯი, დანარჩენები კი თეთრი ფერისაა. დიდი ოქტავის ფა-მდე სიმებს აბრეშუმის ძაფი და ლითონის სირმა აქვს შემოხვეული, დანარჩენი სიმები ნაწლავებისაგან მზადდება.

არფა ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არფა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, აფრიკის ქვეყნებში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. თანამედროვე არფა ფრანგი ოსტატის სებასტიან ერარის შექმნილია (1801).

დაკვრის დროს შემსრულებელი ზის და სარეზონატორო ყუთის ზემო ნაწილი მხრისაკენ აქვს დახრილი. მარჯვენა ხელი უფრო მაღალ ბგერებს იღებს (მოკლე სიმების შეხებით), მარცხენა კი დაბალს. არფაზე ყველაზე უფრო მოსახერხებელია არპეჯირებული აკორდების შესრულება. შესაძლებელია ფლაჟოლეტური ბგერების აღებაც (როგორც წესი – ოქტავური ფლაჟოლეტები). ორკესტრში ჩვეულებრივ ორი არფაა (I და II). ნოტები არფისათვის იწერება ისევე, როგორც ფორტეპიანოსათვის – ვიოლინოს და ბანის გასაღებში. არფის დიაპაზონი კონტროქტავის „დო“-დან მე-4 ოქტავის „სოლ ბემოლამდე“ ვრცელდება.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები