ქორიძე თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ ქორიძე

თეიმურაზ ქორიძე – დაიბადა 1954 წლის 1 აპრილს სამტრედიაში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976).

სამუშაო გამოცდილება

  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა.
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, თბილისის მუხიანის №26 საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ლიტერატურული საქმიანობა

თეიმურას ქორიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები და ესეები.


მე და შენ
ორთავეს სხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ – ცისკენ აღერილი გედი,
მე – ზღვაში ჩაძირული ანძა.
შენ – ლაღად მოდრეიფე ზვირთი,
მე – ნაპირს მიმსხვრეული ტალღა,
შენ – მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე – მხოლოდ დადუმება, დაღლა.
შენ – ნისლი მოცურავე მთა-მთა,
შენ – მზეში მობინავე ვარდი,
მე – სევდა ფოთოლცვენის ჟამთა
და უხმოდ შენახული დარდი…
გზად ათას ნაფეხურებს ტოვებს
კვლავ წყვილთა უსასრულო წყება...
მე – შენში აღმაფრენა ვპოვე,
შენ – ჩემში ცრემლები და წყენა...
და უხმოდ მიმატოვე მარტო,
და კარი მომიხურე ცივად...
მე ფიქრთა ქარავანი მაკრთობს
და გული უსასრულოდ მტკივა.

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები