ქრისტეს თორმეტი მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტეს თორმეტი მოციქული - იესო ქრისტეს ნათლისღების ანუ განცხადების შემდეგ მისი მოწაფეების და მიმდევრების რიცხვმა იმატა (70), მაგრამ მათ შორის მაინც გამოირჩეოდა 12 მოწაფე, რომელიც 12 წმიდა მოციქულად იწოდება, ასევე მოციქულებად იწოდება, კიდევ ქრისტეს 70 მოწაფეც, რომლებზედაც სულთმოფენობის დროს გადმოვიდა სულიწმიდა. იმისდა მიხედვით, თვითონ მაცხოვარი თუ როგორ აფასებდა მათ და შემდეგშიც როგორი ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში, ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით და რომელი უფრო ადრე დაემოწაფა, შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოთვლა:

1. პეტრე;
2. ანდრია პირველწოდებული (პეტრეს ძმა);
3. იაკობ ზებედესი;
4. იოანე ღმრთისმეტყველი (იაკობის ძმა);
5. ფილიპე;
6. ბართლომე;
7. თომა;
8. მათე;
9. იაკობი ალფესისა;
10.იუდა (იაკობისა);
11. სვიმონ კანანელი;
12. მატათა.

თორმეტივე მოციქულის ერთად მოხსენიება ხდება 30 ივნისს (ძვ.სტ; ახ.სტ. 13 ივლისს.)


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები