ქრისტეფორე III კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეფორე მიტროპოლიტი (ციცქიშვილი)

ქრისტეფორე კათოლიკოს-პატრიარქი - (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (15.III.1875, სოფ. ვერტყვიჭალა, შორაპნის მაზრა - 10.I.1932, თბილისი)

სარჩევი

ბიოგრაფია

1897 მსახურობდა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში შემდეგ - სოფელ იტრიაში. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. თავმჯდომარეობდა 1905 წლის მაისში თბილისში ჩატარებულ ქართველი სამღვდელოების ყრილობას, რომელმაც 412 კაცის ხელმოწერით მკაფიოდ დააყენა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში დეკანოზი ქრისტეფორე რედაქტორობდა ოპოზიციურ სასულიერო ჟურნალ „ახალ სიტყვას”. მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საეკლესიო პოლიტიკისადმი. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მათი „მესამე დასელობის“ პერიოდიდან აკრიტიკებდა.

1922 წლის 18 მარტს სვეტიცხოველში მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის წესი შეასრულეს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, ეპისკოპოსებმა იოანემ (მარღიშვილი), დავითმა (კაჭახიძე). 1926 წლის 26-27 დეკემბერს ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, ქუთათელ ეპისკოპოს დავითთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ამბროსის გვერდის ავლით ქუთაისში მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის დაარსების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს დათხოვნის, მორწმუნე მრევლისადმი მიმართვის ტექსტი IV საეკლესიო კრების დანიშვნის შესახებ. ეს საეკლესიო მართვა-გამგეობის სფეროში გადატრიალებას მოასწავებდა. მართალია, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ქუთაისის საეკლესიო კრება და მისი გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ დროებითმა მმართველობამ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დახმარებით, პატრიარქ ამბროსის ჩამოართვა საპატრიარქო კანცელარია, ბეჭედი და რეალურად ხელში აიღო ეკლესიის მართვა-გამგეობა. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გარდაცვალების შემდეგ მიტროპოლიტი ქრისტეფორე IV საეკლესიო კრების მიერ (1927 წლის 21-27 ივნისი) არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. დაკრძალულია თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • დ. ციცქიშვილი, თვალთათვის დაფარული მოწამე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 წწ. ქრისტეფორე III. თბ., 1999;
  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • ს. ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932 წ. წ. ), თბ., 2009.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები