ქუბდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამარილე

ქუბდე - (სამარილე (ფშ. ხევს.) - მარილის ჩასაყრელი ხის ნაირნაირი ყუთები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული კონსტრუქციებითა და სანიმუშო ესთეტიკური შემკულობით.

სამარილეების საუკეთესო ნიმუშები შემოინახა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა. მარილი, როგორც ძვირფასი პროდუქტი საჭიროებდა მომჭირნეობით ხარჯვას და მისი დაცვის აუცილებლობა კარგად აისახა ამ ჭურჭლის აგებულებაში. ხის სამარილეების უმრავლესობას გააჩნია კედელზე ჩამოსაკიდი თოკები, თასმები და მჭიდროდ დამაგრებული სახურავები, რომლებიც მოხერხებულად იკეტება და ჰიგიენის თვალსაზრისით კარგად არის დაცული. ასეთ სამარილეებს ძირითადად მარილის შენახვის ფუნქცია ჰქონდათ და არა სუფრაზე სახმარი. მარილის, როგორც ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი პროდუქტის მნიშვნელობა კარგად აისახა სამარილეთა შემკულობაში, რაც ბრწყინვალედ გამოხატა ხალხურმა ხითხუროობამ.





ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები