ქუვეითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუვეითის დროშა

ქუვეითი - (Kuwayt - ქუვეითის სახელმწიფო), სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე.

ფართობი - 17,8ათ. კმ2.

მოსახლეობა - 3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – არაბული.

დედაქალაქი - ქ. ელ-ქუვეითი.

კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაურია ამირა. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ამირას და ეროვნულ კრებას, აღმასრულებელი – ამირას და მთავრობას.


ქ. 1969 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის მოპოვება და დამუშავება. ნავთობის მარაგით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კაპიტალისტურ სამყაროში.

საზღვაო პორტებია: მინა-ელ-აჰმადი, მინა-აბდალაჰი, ელ-ქუვეითი, მინა-საუდი.

საერთაშორისო აეროპორტი - ელ-ქუვეითი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 15,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 11 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,5 ათ., სამხედრო-საზღვაო 2 ათ და ეროვნული გვარდია. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები