ღამბარაშვილი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ ღამბარაშვილი

ღამბარაშვილი გაბრიელ გრიგოლის ძე (დ. - 1878, გორი - გ. - 1954, თბილისი) - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.

სარჩევი

ბიოგრაფია

1907 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1912-1917 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი, 1917-1920 წლებში პროფესორი. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია სამკურნალო ფაკულტეტზე. 1920-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. 1930-1954 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე. სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა 2 მეცნიერული გამოკვლევა - აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ. 1941 წელს ქართულ ენაზე გამოსცა გინეკოლოგიის სახელმძღვანელო.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • მ. გიგინეიშვილი, გაბრიელ ღამბარაშვილი, თბ., 1955;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები