ღამბაშიძე სოფიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღამბაშიძე სოფიო (1896 - 1959) - საოპერო მომღერალი კოლორატული სოპრანო, პედაგოგი.

საოპერო თეატრში მოღვაწეობა დამოუკიდებელ საქართველოში 1920 წელს დაიწყო. ქართულ ოპერებში მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა: მარეხის როლს (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ნინოს პარტიას (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“). იმავე წლიდან იყო თბილისის ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგი. საოპერო თეატრში მუშაობის დამთავრების შემდეგ მუსიკალურ ათწლედში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. გასაბჭოების შემდეგ მაროს პარტია იმღერა ზ. ფალიაშვილის „დაისიდან“. მისი მოწაფეები იყვნენ: თ. ზაალიშვილი, ნ. გელაშვილი და სხვ.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • დ. მჭედლიძე, ქართველ მომღერალთა სამი თაობა, „მერანი“, თბ., 1968;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები