ღარი (მარნის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღარი - ხის გრძელი ნახევრადღია ღარები, რომლებიც გამოიყენებოდა მარნებში საწნახელიდან გადმოსული ღვინის პირდაპირ ქვევრში გადადინებისთვის. საუკეთესოა ცაცხვის ხის ღარი, რადგან ცაცხვი სუფთა ხეა და ღვინოს არ დაამიზეზებს. თუ ჭური საწნახელიდან მოშორებულია, ღარებს ერთმანეთს გადააბამდნენ. ამით იყო გამოწვეული, რომ ღარის თავი ბოლოსთან შედარებით უფრო განიერი იყო, რათა ერთმანეთში კარგად ჩამჯდარიყო.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები