ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო - ფაშისტური ქვეყნების ალიანსი, რომელიც გაფორმდა 1936 წლის 25 ოქტომბერს ბერლინის შეთანხმებით. იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც მოკავშირეთა (სსრ კავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) წინააღმდეგ გამოდიოდნენ II მსოფლიო ომში.

ღერძის სამი წამყვანი ძალა იყო ნაცისტური გერმანია, იაპონია და ფაშისტური იტალია, რომლებიც თავიანთ ალიანსს „რომი-ბერლინი-ტოკიოს ღერძს“ უწოდებდნენ. II მსოფლიო ომი მათი ტოტალური დამარცხებით დასრულდა.

ღერძის წევრობა ცვალებადი იყო – ზოგიერთი ქვეყანა თავდაპირველად მათ შეუერთდა, თუმცა ომის მსვლელობის პერიოდში მოკავშირეთა მხარეზე გადავიდა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები