ღვედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღვედი

ღვედი - დიდი გუთნის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს ხარის ან კამეჩის ტყავის თასმებისაგან დაწნულ გრძელ საბელს.

ღვედზე ასხმულია ე.წ. „საქლეშები“ და „ასაკრავები“, რომლითაც გამწევი ძალის უღლები იყო ჩაბმული გუთანთან დასაკავშირებლად. ღვედის ძველი სახელწოდება „ევანი“ დაბადების ქართულ თარგმანში დასტურდება. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ევანი იგივე ერქვანთ ღვედია“, რომელსაც მეორე სახელი „იმანტაც“ ჰქვია: ამ სამი სახელიდან ამჟამად მხოლოდ სახელი „ღვედი“ შემორჩა.

ერთი ღვედის (ოთხი უღლის სამყოფი) დაწვნას სამი ხარის ან ორი კამეჩის ტყავი სჭირდებოდა. ღვედის დამწვნელ ოსტატებად ძველთაგან ხევსურები პირველობდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც. ღვედის დაწვნა ჩვეულებრივ ზამთარში შესასრულებელი საქმე იყო, ამიტომ, ამ დროს, ხევსურები ბარის სოფლებში ჩამოდიოდნენ და გაზაფხულის დადგომამდე რჩებოდნენ. საფასურს ნატურით იღებდნენ. ერთი ღვედის დაწვნაში, უმთავრესად, ერთ კოდ პურს (4 ფუთი - ქართლი) და „ანაგულს“ (ტყავისაგან დარჩენილი ნაწილი, რომლიდანაც 1 წყვილი ქალამანი გამოდიდოა) ან ფულს 10-15 მან. იღებდნენ. ტყავი, ჩვეულებრივფ, შემკვეთისა იყო. გამზადებული ღვედები 25-30 მან. ღირდა. ღვედის მფლობელი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986. თ.გ., ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები