ღია ქალაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღია ქალაქი - საერთაშორისო სამართალში – დასახლებული პუნქტი, რომელსაც ერთ-ერთი მეომარი მხარე აცხადებს დაუცველად მისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

ღია ქალაქის სამართლებრივი მდგომარეობა ასახულია ჰააგის კონვენციაში და 1907 წლის კანონებში ომის წეს-ჩვეულებების შესახებ, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ღირებულებათა დაცვის 1954 წლის კონვენციაში.

ღია ქალაქში არ უნდა იყოს სამხედრო ობიექტები და ჯარები, აკრძალულია ასეთ ქალაქზე იერიშის მიტანა და დაბომბვა. II მსოფლიო ომის დროს ღია ქალაქებად იყო გამოცხადებული პარიზი და რომი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები