ღლონტი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ღლონტი

ღლონტი მიხეილ ალექსანდრეს ძე (დ. - 25.III.1858 - გ. - VIII.1924) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთვარი ეტაპები

დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი (1886); პორუჩიკი (1890); შტაბსროტმისტრი (1895); როტმისტრი (1898); ესკადრონის უფროსი; რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლის ომის მონაწილე; ასეულის მეთაური; პოლკოვნიკი (1910 წარჩინებისთვის); 1910-1914 წლებში კავკასიის სათადარიგო საკავალერიო დივიზიონის უფროსი. 1914-1916 წლებში კავკასიის მე-2 სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე, შემდეგ უფროსი. გენერალ-მაიორი (1917 წარჩინებისთვის). 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. მეთაურობდა პოლკს.

1921 ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.

ჯილდოები

  • წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი,
  • წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით,
  • წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, იარაღით.
მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები