ღმერთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღმერთი - (ეტიმ. ლათ. deus, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, მომდინარეობს სინათლის ან ზეცის იდეასთან დაკავშირებული ინდოევროპული ფესვიდან div ან deiv) თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი "ყოველთა არსთა მაარსებელი", მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად.

ტრანსცენდენტული, უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება. ძველ აღთქმაში ღმერთი ასე განსაზღვრავს საკუთარ თავს: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამ. 3:14). ესაა მნიშვნელობა ებრაული ტეტრაგრამისა „იაჰვე“. ისრაელი ხალხის ღმერთი არაა აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ესაა ღმერთი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარი თავი ისტორიაში, ეხმარებოდა თავის ხალხს და დადო მასთან და სხვა ადამიანებთან აღთქმა, რითაც განამტკიცა თავისი უზენაესობა და დააწესა აბსოლუტური მონოთეიზმი („არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“, გამ. 20:3).

ახალ აღთქმაში ღმერთი გვევლინება, როგორც სიყვარული (1 იოან. 4:8), როგორც ’abbà, „მამა“, რომელიც წარგზავნის თავის ძეს იესოს, მარადიულ ლოგოსს თავისი სიკვდილით ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად. იესო ადამიანებს აძლევს სული წმიდას (ღმერთი როგორც სამება). ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავის ხატად (დაბ. 1:27) შექმნა, „ონტოლოგიურად გახსნილია ღმრთის საიდუმლოების მისაღებად“.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები