ღობიარი გამრეკელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამრეკელ ღობიარი - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის ბოლო მეოთხედში. კახა (III) თორელის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა გადასულა თორელთა განაყოფ ღობიართა საგვარეულოში. ჯვრის მონასტრის აღაპებში შეტანილია ერისთავთ-ერისთავ ღობიარ გამრეკელის მოსახსენებელი. ნ. შოშიაშვილის დაკვირვებით, ღობიარები XIV ს. მეორე ნახევრამდე უნდა ყოფილიყვნენ ჯავახეთის ერისთავები.
წყაროები და ლიტერატურა
- მეტრეველი 1962: 75 N72;
- შოშიაშვილი 1966: 49.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში