ღრმა ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღრმა ოპერაცია - ერთდროული დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფებების მთელ სიღრმეზე. მოწინააღმდეგის თავდაცვის ტაქტიკური ზოლის გარღვევა შერჩეულ მიმართულებაზე და ტაქტიკური წარმატების სწრაფი განვითარება ოპერატიულ წარმატებად. ამისათვის ბატალიაში შეჰყავთ წარმატების განვითარების ეშელონი - მოძრავი ჯგუფები (ტანკები, მოტოქვეითი, ცხენოსანი ჯარი) და გადასხამენ საჰაერო დესანტებს; ოპერატიული გაერთიანების საბრძოლო მოქმედებების ფორმა.

ღრმა ოპერაციის თეორია შეიმუშავეს XX საუკუნის 30-იან წლებში. იგი მიუთითებდა გამოსავალზე პოზიციური ჩიხიდან, რომელიც სამხედრო ხელოვნებაში წარმოიშვა I მსოფლიო ომის დროს, როდესაც თავდაცვის შესაძლებლობები შეტევით შესაძლებლობებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ამან კი გამოიწვია მხარეების ფრონტების პოზიციური უძრაობა. ღრმა ოპერაცია იყო თვისებრივი ნახტომი სამხედრო ხელოვნების განვითარებაში.

თავდაპირველად ღრმა ოპერაცია ჩაფიქრებული იყო, როგორც დაჯგუფების მთავარი დარტყმის მიმართულებით მოქმედი მოიერიშე არმიის ოპერაცია. მისი ოპერატიული წყობა მოიცავდა იერიშის ეშელონს, გარღვევის განვითარების ეშელონს, რეზერვებს, არმიის ავიაციას (არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებს) და საჰაერო-სადესანტო ჯარებს. იერიშის ეშელონი (ტანკებითა და არტილერიით გაძლიერებული მსროლელთა კორპუსები) განკუთვნილი იყო თავდაცვის ტაქტიკური ზონის გარღვევისათვის.

გარღვევის განვითარების ეშელონი(რამდენიმე მექანიზებული სატანკო ან კავალერისტთა კორპუსისაგან შემდგარი მოძრავი ჯგუფი) ემსახურებოდა ტაქტიკური წარმატების სწრაფ გადაზრდას ოპერატიულ წარმატებაში, ავიაციის მხარდაჭერითა და დესანტებთან ურთიერთქმედებით.

დაჯგუფებების რამდენიმე მანევრზე ღრმა ოპერაციის თეორიის შემოწმების შემდეგ დაასკვნეს, რომ ღრმა ოპერაცია შეიძლება განახორციელოს დაჯგუფებამ ან რამდენიმე ურთიერთმოქმედმა დაჯგუფებამ ავიაციის დიდი ძალების მონაწილეობით, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე - სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით.

ღრმა ოპერაციის თეორიის ძირითადი დებულებების სისწორე დადასტურდა II მსოფლიო ომის დროს. შემდგომში ტერმინი „ღრმა ოპერაცია” აღარ გამოიყენება. ამ თეორიის პრინციპებს არ დაუკარგავთ მნიშვნელობა, სწორედ მათ ეფუძნება შეტევითი ოპერაციების ომისშემდგომი თეორიები, მათ შორის აშშ-ის არმიის საჰაერო-სახმელეთო ოპერაციის (ბატალიის)” კონცეფცია.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები