ენცეფალოპათია სპონგიოფორმული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ღრუბლისებური ენცეფალოპათია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენცეფალოპათია სპონგიოფორმული (ღრუბლისებური) - (encephalopathy, spongiform), ტვინის ნეირონულ-დეგენერაციული დაავადება, შესაძლოა, ვირუსული ეტიოლოგიის, მაგრამ ვირუსული დაავადებებისათვის დამახასიათებელი ანთებითი ცვლილებები, ლიმფოციტური ინფილტრაცია და ზოგადი იმუნური პასუხი არ აღინიშნება. ქსოვილის პათოლოგია ასტროციტოზით, ნეირონების რიცხვის შემცირებით, სპონგიოფორმული (ღრუბლისებური) ცვლილებებითა და ამილოიდური ბალთებითაა წარმოდგენილი.

კლინიკურად დაავადება სწრაფად პროგრესირებად დემენციას წარმოადგენს. ამ დაავადებათა ჯგუფის საზღვრები, ზოგჯერ ტრანსმისიულ ვირუსულ დემენციებად წოდებული, ზუსტად განსაზღვრული არ არის. ჩვეულებრივ, მას მიაკუთვნებენ კურუს და კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადების ზოგიერთ ფორმას. ცხოველებში მსგავს დაავადებებს წარმოადგენს სკრეპი (scrapie) და ტრანსმისიული ენცეფალოპათია წაულებში. როგორც ჩანს, ეტიოლოგია დაკავშირებულია, ე.წ. „არატიპიურ“ ვირუსებთან ან ვიროიდებთან (დნმ-ის და რნმ-ის ძალიან წვრილი მოლეკულები, პროტეინის გარსის გარეშე), ან კიდევ უფრო ნაკლებ შესწავლილ პრიონებთან (პროტეინისმაგვარი გადამდები ნაწილაკები).



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები