ღუზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტად გავრცელებუილი ღუზის სახეები: ა–ბაიერის: ბ–დენფორტის შემსუბუქებული;
მეტად გავრცელებუილი ღუზის სახეები: გ–დენფორტის შვიდტონიანი; დ–ჰოლის ღუზა: 1–კავი; 2–თითისტარი; 3–თათი; 4–ლილვაკი; 5–მანჭვალი; 6–კოლოფი

ღუზა - ანკერი, სპეციალური ფორმის ნაჭედი, სხმული ან შენადუღი კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა გემის ან სხვა მცურავი ობიექტის შეკავება ზღვაში გრუნტთან ურთიერთქმედების ხარჯზე; დაკავშირებულია გემთან ღუზის ჯაჭვის საშუალებით.

ძალას, რომლითაც ღუზას შეუძლია გემის შეკავება გადაუადგილებლად და გრუნტიდან ამოუსვლელად, შემკავებელი ძალა ეწოდება. ღუზის ეფექტურობა ფასდება შემკავებელი ძალის კოეფიციენტით – შემკავებელი ძალის შეფარდებით ღუზის წონასთან.




წყარო

საზღვაო ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები