ღუმურიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღუმურიში - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ღუმურიში მდებარეობს, გალის რაიონში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ოქუმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 240 მეტრის სიმაღლეზე, გალიდან 10 კილომეტრის დაშორებით. გეოგრაფიული სახელწოდება „ღუმურიშ“-ი, სავარაუდოდ, სვანური ენის ნათესაობითი ბრუნვისაგან ნაწარმოები ტოპონიმია, სვანური „ღუმურ“ ნიშნავს ნაძვს, „იშ“ სვანური ენის ნათესაობითი ბრუნვის ნიშანია (სვან. „ღუმურიშ“-ი, ქართ. ნაძვისი).

პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარი

ღუმურიშის ტერიტორიაზე, მთელი 2 კმ. მანძილზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია ტერასა, რომელზედაც ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით დაადასტურა პირველყოფილი ადამიანის 7 ნამოსახლარი, ნეოლითური ხანის ადრეული საფეხურის სოფელი. ეს ნამოსახლარები ერთმანეთისგან 200-300 მეტრითაა დაშორებული და რამდენიმე კვარტლისგან შედგებოდა. ტერასის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილ იქნა კაჟისა და რიყის ქვის იარაღები, საფხეკები, საჭრისები, ჩასართები, ისრისპირები, გაპრიალებული ცულები, თოხები, ჩაქუჩები და სხვა. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

იხილეთ აგრეთვე

ღუმურიშის ეკლესია


წყარო

ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები