ყაია ყიზლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაჲა ყიზლა (ბალყ.-ყარაჩ. Къая къызла – „კლდეთა ქალიშვილები“; მხ. რ. Къая къызы) – კლდეების მფარველი სულები, ექოს განსახიერებანი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავდათ ლამაზი დამცინავმომღერალი ქალიშვილების სახით; უყვართ ადამიანებისა და საკუთარი თავის გამოჯავრება (ამას უკავშირდება თქმა: „ყაჲა ყიზივითთავის თავს აჯავრებს“ [Къая къызы кеси кесин эриклегенлей]). ერთ-ერთ ტექსტში იხსენიებიან, როგორც „სიმღერის დედები“ (жыр анасы). უფრო ხშირად უსხადურის კლდეში ცხოვრობენ. თუ მონადირე თვალში არ მოუვათ, თავიანთი ცეკვით აჯადოებენ და ქვად აქცევენ. ასე დაემართა მონადირე ასლანბექს, რომელიც ქალიშვილებმა ქვის ფიტულად (таш бодуркъу) აქციეს.


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
  • Кудаев М. Язык охотника // Приложение к журналу «Минги Тау». Нальчик, 2010, № 7.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები