ყანთულუყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყანთულუყ-ი (ბალყ.-ყარაჩ., ნოღ., ყუმ. Къантулукъ; – „სისხლით სავსე ტყავის ტომარა“)კავკასიის თურქულენოვანი ხალხების დემონოლოგიური პერსონაჟი, წააგავს სისხლიან რუმბს, რომლის ზედა საფარველი ძალზე სიფრიფანაა და ოდნავადაც რომ შეეხოს, ადამიანს მომწამვლელი სისხლი შეესხმება, დაავადდება და მოკვდება. ბალყარელ-ყარაჩაელები და ნოღაელები ცუდ ადამიანს მისი სახელით უხმობენ. ყუმიკების რწმენით, ეს არსება ნადავლის მოსაპოვებლად ბოროტი ქალის საფლავიდან შუაღამისას ამოდის.




ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები