ყარალაშვილი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე (1870-1924) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1900-1901 წლებში მონაწილეობდა ჩინეთის ლაშქრობაში. 1910-1911 წლებში კავკასიის მეფისნაცვლის ბეროფიცერია, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვედენოს ოკრუგის ხელმძღვანელი. პოლკოვნიკი (1916). დაჯილდოებული იყო წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1919). იყო ქალაქ ფოთის პორტისა და სარკინიგზო სადგურის უფროსი. ექვემდებარებოდა ფოთში დისლოცირებული შენაერთები და ჯავშანმატარებელი. 1924 წლებში ანტისაბჭოთა აჯანყების დროს იყო დასავლეთ საქართველოში მოქმედი აჯანყებული რაზმების ხელმძღვანელი. აჯანყების მარცხის შემდეგ შეიპყრეს და დახვრიტეს.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები