ყარაულაშვილი დალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დალი ყარაულაშვილი

ყარაულაშვილი დალი – (1964), ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი. გამოცემული აქვს კრებულები: „მიყვარხარ“ (1990), „ფრთები მეც მინდა“ (2015)


* * *
შენ ყოველ ღამე სიზმრად მოდიხარ,
გხედავ, გეხები, სხვისთვის უხილავს,
სხვა სამყაროში შენი გადასვლა,
თავზე დამატყდა ჭექა-ქუხილად.
კვლავ გგრძნობ, ძვირფასო, და შენი სუნთქვა
კვლავ ბაგეებზე მელამუნება,,
არ ვიცი რა დროს, რომელ ბილიკზე,
კვლავ შეგვაერთებს ალბათ ბუნება.
არსად გასულხარ, ჩემთან ხარ ისევ,
ისევ აღგიქვამს ჩემი გონება,
ჩვენ შევერთდებით გზაჯვარედინზე,
დიდი გრძნობების განმეორებად.
ვხედავ აშოლტილ ბუმბერაზ სხეულს,
მკერდზე გეკვრები თვალცრემლიანი,
გათენებისას ღამეს მიჰყვები,
ეჰ, სინანული არის გვიანი....
მზე მთის გადაღმა გადაგორდება,
დაბინდებამდე დავითვლი წამებს,
მოხვალ ნათელი, ღიმილიანი,
აღარ არსებობს უშენო ღამე.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები