ყვავილის მტვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yvavilis mtveri.jpg

ყვავილის მტვერი- უნიკალური სამკურნალო ცილოვანი ბუნების პროდუქტია, რომელსაც ფუტკარი მოიპოვებს მტვრისმომცემი მცენარეებისაგან. შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, პიგმენტებს, ჰორმონებს და სხვ

ყვავილის მტვერი ცილების, ცხიმების, მინერალური მარილების და ვიტამინების ძირითადი წყაროა. ფიჭაში თაფლით დაკონსერვებული ყვავილის მტვერი ნატურალური პროდუქტია, მისი შექმნა მხოლოდ ფუტკარს შეუძლია და ფალსიფიკაციას არ ექვემდებარება.

ყვავილის მტვრის ქიმიური ანალიზი პირველად ჩატარდა 1886 წელს. შემდეგ, მტვრის ქიმიური შემადგენლობა სხვადასხვა დროს განსაზღვრეს ყოფილი საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის, იაპონიის, შვეიცარიის, ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებმა. გამოირვვა, რომ ყვავილის მტვერი ხასიათდება ნივთიერებათა მრავალფეროვნებით, მათ შორის იგი შეიცავს 22 ამინომჟავას, აქედან 10 ისეთ ამინომჟავას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება.

ცხიმოვანი ნაერთებიდან ყვავილის მტვრის შემადგენლობაში შედის: ლეციტინი, ცხიმოვანი ზეთები და ქოლესტეროლი. ნახშირწყლებიდან მასში აღმოჩენილია: გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, სახამებელი, გლიკოგენი, უჯრედანა, დექტრინები, პენტოზინები. მასშივე აღმოჩენილია მრავალი სახის პიგმენტი, ფერმენტი, ჰორმონი (ზრდის ფაქტორი), მიკროელემენტი და სხვა. სხვადასხვა სახეობის მცენარის ყვავილის მტვერი სხვადასხვა ხარისხისაა.

ერთი დღის განმავლობაში ფუტვრის ოჯახმა შეიძლება შეაგროვოს 200-250 გრამი ყვავილის მტვერი. სამომხმარებლო ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნილებაა.

ყვავილის მტვრის წარმოების გაფართოების დიდი შესაძლებლობები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოუყენებელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმიანობა ქვეყანაში საწყის ეტაპზეა და საჭიროებს ამოქმედებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები