ყვავილოვანი კომბოსტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო – ლათინური დასახელება – Brassica botrytis Mill

ბოტანიკური ოჯახი – ჯვაროსანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა – ერთწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 15-180C
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 85-90%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 75-80%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 7,0-7,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C-დან -30C-მდე
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 350C
სასურველი წინამორბედი კულტურები – გოგროვანნები, საადრეო პომიდორი და კარტოფილი, ხახვი თავთავიანი და პარკოსანი კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურა – კომბოსტოსნაირები

სარჩევი

გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები და ჰიბრიდები

კასპერი F1 თვითშემფუთავი და მაღალმოსავლიანი საგვიანო ჰიბრიდია, ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 85-95 დღეს (გადარგვიდან).
ბრიუსი F1 თვითშემფუთავია. ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 55-60 დღეს. ერთი თავის საშუალო მასა 3-დან 5 კგ-მდეა.
ფრემონტი F1 საშუალოდ საადრეო თვითშემფუთავი ჰიბრიდია. თავების საშუალო მასა 1,5 კგ-მდეა. ვეგეტაცია გრძელდება გადარგვიდან 70-75 დღის განმავლობაში.
ყვავილოვანი კომბოსტოს ფოთლები

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დას საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III X-XII
მოხვნა II-III X-XII
დადისკვა-კულტივაცია II-III III-IV
ჩითილის გადარგვა II-III და VI-VII IV-V და VI-VII
წამლობები IV-VI და VI-VII IV-VI და VI-VII
მოსავლის აღება VI-VII და X-XI VI-VII და X-XI
ნიადაგის დამუშავება

ყვავილოვანი კომბოსტოსთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი ნიადაგი.

ყვავილოვანი კომბოსტოს, გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-30 სმ. – სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე.

გადარგვის წინ წარმოებს მზრალის დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ., სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თესვის წესები და ნორმები

ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბტრასტი. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 30-35 დღით ადრე იწყება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის 14-180C ტემოერატურა. ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობასა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. მეცნარეთა საშუალო რაოდენობა 25-30 ათასამდეა 1 ჰა-ზე.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ყვავილოვანი კომბოსტოს ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 5-10 და მეტი
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400მ3 (წვეთოვანი მორწყვით – 35-40მ3)
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და ნაყოფების ზრდა-ფორმირების ფაზები.
  • მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, დაწვიმების, ან კვლებში მიშვების მეთოდით.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა*

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 8,25 კგ., ფოსფორი 4,8 კგ., კალიუმი 12,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 5 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შესატანი ნორმა (სუფთა ნივთიერება) შეტანის ვადა
N – აზოტი 247,5 კგ. ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
P – ფოსფორი 114,0 კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით
K – კალიუმი 360,0კგ. 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 47,5 კგ., ფოსფორი 44 კგ., კალიუმი 120 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
  • ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნიცთიერება
ფესვის სიდამპლე ჩითილების შეწამვლა გადარგვამდე პროპამოკარბ-ჰიდროქლორიდი*ალუმინის ფოსეთილი
დაავადებების კომპლექსი ვეგეტაციისას (ჭრაქი, ფომოზი და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით სპილენძის ჰიდროქსიდი; მანკოცები
მავნებელთა კომპლექსი (ხვატარი, თეთრულა და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით ფლუბენდიამიდი; ალფა-ციპერმეტრინი; დელტამეტრინი

ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
ყველა ტიპის სარეველა – კომბოსტოს გადარგვამდე ტოტალური გლიფოსატი
ვეგეტაციის პერიოდში მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ სელექციური ფლუაზიტოპ-პ-ბუთილი
მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები

ყვავილოვანი კომბოსტოს მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, დაზიანებული მცენარეების მოცილება/განადგურება და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

მოსავლის აღება/შენახვა

ყვავილოვანი კომბოსტო არაერთდროულად შემოდის. მოსავლის აღების შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს. თავების მოჭრის შემდეგ საჭიროა გაციება. გაციების შემდეგ დახარისხებული თავები პოლიეთილენის პაკეტებით 00C-ზე ინახება 2-4 თვის განმავლობაში. ამ პირობებში იგი არ კარგავს სასაქონლო ხარისხს.

წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები