ყველის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველის ერისთავი - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე ერისთავისა“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი ამირა ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება.


წყაროები და ლიტერატურა

  • Такаишвили 1907: 6;
  • შოშიაშვილი 1980: 136;
  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 310;
  • სილოგავა 1983: 275;
  • ბახტაძე 2003: 264.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები