ყიზილბაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიზილბაშები – (თურქული – წითელთავა; 12-გრაგნილიანი წითელი ჩალმების გამო, რაც სიმბოლურად 12 შიიტ იმამს აღნიშნავდა), თურქულენოვანი შიიტი მომთაბარე ტომების საერთო სახელწოდება (ტერმინი „ყიზილბაშები“ ცნობილია XV საუკუნის II ნახევრიდან), რომლებიც ცხოვრობდნენ ჯერ ძირითადად ანატოლიაში, მაგრამ ოსმალთა სულთნებთან მტრობის გამო აზერბაიჯანსა და ირანში გადასახლდნენ.

ყიზილბაშები XV საუკუნეში წარმოადგენდნენ არდებილის სუფიურ-დერვიშული ორდენის – სეფევიეს, შემდეგ კი სეფიანთა სახელმწიფოს მთავარ სამხედრო დასაყრდენს (XVII საუკუნემდე). ზოგჯერ უცხოელები სახელწოდება ყიზილბაშების სეფიანთა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომზე ავრცელებდნენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები