ყირიმის კონფერენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტის კონფერენციაზე. მათ უკან მარცხნივ, ფელდმარშალი ალან ბრუკი, ფლოტის ადმირალი ერნესტ კინგი, ფლოტის ადმირალი უალიამ ლიჰი, არმიის გენერალი ჯორჯ მარშალი, გენერალი ლორენს კიუთერი, გენერალი ალექსეი ანტონოვი, ვიცე ადმირალი სტეფან კუჩეროვი და ფლოტის ადმირალი ნიკოლაი კუზნეცოვი

ყირიმის კონფერენცია 1945 - (4-11.02), აშშ-ის (ფ. რუზველტი), დიდი ბრიტანეთის (უ. ჩერჩილი) და სსრ კავშირის (ი. სტალინი) ხელმძღვანელების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების, უმაღლესი შტაბების უფროსების და მრჩევლების მონაწილეობით.

კონფერენციაზე შეათანხმეს ანტიჰიტლერული კოალიციის სამი წამყვანი სახელმწიფოს გეგმები, ფაშისტური გერმანიის და მისი მოკავშირეების განადგურების შესახებ, შეიმუშავეს მსოფლიოს ომის შემდგომი მოწყობის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, შეთანხმდნენ

კონფერენციამ განიხილა გაეროს შექმნის პრობლემა და გადაწყვიტა, 1945 წლის 25 აპრილს მოეწვია სან-ფრანცისკოში გაეროს წესდების შემუშავების დამფუძნებელი კონფერენცია.

მიღწეულ იქნა შეთანხმება პოლონეთის საზღვრებისა და მისი მთავრობის შესახებ. შეთანხმდნენ, მოეხდინათ დროებითი მთავრობის რეორგანიზაცია ფართო წარმომადგენლობით საფუძველზე, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი მოღვაწეების მონაწილეობით; გაეტარებინათ საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვარი „კერზონის ხაზზე“ პოლონეთის სასარგებლოდ 5-8 კმ-ის გადახრით. ამასთან, არსებითად გაეფართოებინათ პოლონეთის ტერიტორია ჩრდილოეთით და დასავლეთით.

განიხილეს საკითხები იუგოსლავიის მთავრობის შექმნის თაობაზე. შეთანხმება შორეული აღმოსავლეთის საკითხებზე ითვალისწინებდა ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ სსრ კავშირის ჩაბმას იაპონიის წინააღმდეგ ომში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები