ყოზ თერექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოზ თერექ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къоз терек – „კაკლის ხე“) – ბალყარელთა და ყარაჩელთათვის მაგიური ძალის მქონე სათაყვანებელი ხე. კაკლით ამკობდნენ საწესო საქორწინო ქუდს, ჯვრისმაგვარ თოჯინას (къач гинжи). ცეკვა-თამაშის განმწესრიგებლის ჯოხიც კაკლის ხისგან მზადდებოდა. ქორწილში ცეკვის საუკეთესო შემსრულებელ ჭაბუკს კაკლის მძივით ასაჩუქრებდნენ, ხოლო ქალიშვილს – კაკლის თოჯინით. მონადირეები ამ ხის დანახვისთანავე მასთან ახლოს ან მის გარშემო სამონადირეო ცეკვების ფრაგმენტებს ასრულებდნენ.



ლიტერატურა

Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები