ყოლბაია ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია – დაიბადა 1952 წლის 9 სექტემბერს გალში.

განათლება – მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი (1974); სამხედრო სამსახური (1975-76).

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): არჩეული აფხაზეთიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარული, გალი აფხაზეთიდან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004).
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2013 წლის თებერვლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები