ყორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყორე

ყორე - ქვის ღობე. ეთნოგრაფიულ ყოფაში გვხვდება მშრალად ნაგები ყორეები, რომელთა მშენებლობის დიდი გამოცდილება არსებობდა. ყორის ქვა, როგორც წესი უსწორმასწოროა და მოიპოვებენ როგორც ქვის კარიერებში, ასევე ჩვეულებრივ. ყორის მშენებლობა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ის როგორც უხსნარო ღობე საჭიროებს ქვების ერთმანეთზე მორგების თავისებურ წესებს. საყორე ქვას აქვს კბილები, ზურგი, მუცელი და თითოეული ქვა ერთმანეთს ისე უნდა მოერგოს, რომ მტკიცედ დადგეს. ყორის წინპირი და უკანა მხარე შენდება დიდრონი ქვებით, შუაში კი შიგადაშიგ იყრება და ლაგდება ხიჭები//როჭკები. თითოეული დიდი ქვა მაგრდება პატარა ქვების მეშვეობით და საბოლოოდ იქმნება ერთიანი მტკიცე კედელი. პრაქტიკული თვალსაზრისით ყორე ძალზე ამართლებს, რადგან დროის პირობებს კარგად უძლებს და დარღვეულის შეკეთება იოლადაა შესაძლებელი. ყორის მშენებლობას საქართველოში ყველგან მისდევდნენ. იმერეთში ყორე საკარმიდამო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ჭიათურის რ-ნის სოფ. ჭილოვანში დადასტურებული ყორეები, რომლის შუკებსა და გზების ნაპირებს იმდენად კარგად ნაშენი ყორეები ამშვენებენ, რომ შორიდან ნაქსოვის ფაქტურას იმეორებენ. ასეთი ყორეები განსაკუთრებულ კოლორიტს უქმნიდა სოფელს.



ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები