შავი სამღვდელოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი სამღვდელოება - ეკლესია განარჩევს სასულიერო პირთა ორ სახეს: თეთრ და შავ სამღვდელოებას. შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან ბერად აღკვეცილნი. ის ბერი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს, ნიკეის II მსოფლიო კრების მე-5 კანონის მიხედვით იურიდიულად ერისკაცის თანასწორად განიხილება.

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა სამი ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და მღვდელმთავარი. დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, ხოლო მღვდელმთავარი სავალდებულოა იყოს ბერი. თითოეულ ხარისხს აქვს რამდენიმე მცირე განსხვავებული პატივი.

დიაკონთა შორის თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან დიაკონი და პროტოდიაკონი, ხოლო შავი სამღვდელოების - იეროდიაკონი (ბერდიაკონი) და არქიდიაკონი.

მღვდელთა შორის თეთრ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან: მღვდელი, დეკანოზი და პროტოპრესვიტერი, ხოლო შავ სამღვდელოებას - მღვდელმონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი. რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ისინი ყოველთვის შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან. მღვდელმთავართა შორის გამოირჩევა სამი პატივი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის (არქიეპისკოპოსის) და მიტროპოლიტის. სამღვდელმთავრო კანდიდატის გამორჩევა ხდება წმიდა სინოდის მიერ.

წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები