შავი ფიჭვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ფიჭვი

შავი ფიჭვი – (Pinus kochiana Klotzsch ex. K. Koch = Pinus sylvestris var hamata Steven); ოჯახი: ფიჭვისებრნი (Pinaceae). 3-15 მ სიმაღლის ხეა. ვარჯი მომრგვალებულია, ტოტები ზემოთ არის მიმართული. წიწვები მწვანეა, 2.5-7 სმ სიგრძის, ხეშეში, ნემსისებურად დაბოლოებული. გირჩები 2-5 სმ სიგრძისაა, კვერცხისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე, მარტოული ან რამდენიმე, ერთად განლაგებული. ყვ. IV-V; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ქმნის ტყეებს. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, ტყის შემქმნელი წამყვანი ხემცენარეა. საქართველოში ცნობილია აჭარასა და თრიალეთში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები