შავშეთი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავშეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეთნოგრაფიული რეალიები და ქართული ენა უმეტესად შავშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში მაცხოვრებლებმა შემოინახეს.

შავშეთი სამხრეთით უშუალოდ აჭარას ესაზღვრება. შავშეთში იყო X ს-ში დაარსებული ტბეთის მონასტერი, სადაც ტბელი ეპისკოპოსი იჯდა. 1547 წელს შავშეთი თურქებმა დაიპყრეს, ხოლო 1878 წელს შავშეთი რუსეთმა შეიერთა. შემდგომ კვლავ ოსმალეთმა დაიპყრო. შავშეთის ძველი სოფლები იქ მოსახლე ძირითადი გვარის სახელს ატარებდნენ. გვართა უმეტესობა - ძე სუფიქსს ირთავდა. 1886 წ. რუსეთის ხელისუფლებამ აღწერა შავშეთშიც ჩაატარა. აქ მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ქართველ მაჰმადიანადაა ჩაწერილი. 1874 წელს სამხრეთ საქართველოში იმოგზაურა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც წერდა: „ამ საუბრის დროს ქართული მაყრული შემომესმა. და მართლაც, ზენდიდელი ბეგი თურმე შავშეთელი ბეგის ქალზე ქორწინდებოდა და შავშეთიდან მას სიმღერით მიაცილებდა კარგა მოზრდილი მაყრიონი” (ბაქრაძე, 1987, გვ. 50). შავშეთში, კლარჯეთსა და სხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა არაერთი ქართული ტრადიციული ყოფითი რეალია. იმავე ავტორს თუ მოვუსმენთ, ამაში უდავოდ დავრწმუნდებით: „აქაური საქორწინო წეს-ჩვეულება ბევრ რამეში ჰგავს ქართულს. მაგალითად, წინასწარი მოლაპარაკება მშობლებს შორის შუამავლის მეშვეობით, მზითვის პირობა და თვით მზითევი, დაწინდვა და მისი ცერემონია, სიძე-პატარძლის სახელები ქორწილის დროს - მეფე, დედოფალი, ასევე სიძე პატარძლის მხლებელთა სახელები - მაყრები, სიმღერა, რომელსაც ამ დროს ასრულებენ - მაყრული, მისი სიტყვები და კილო, თვითონ ქორწინების ზეიმი სამ დღეს - ქორწილი, - ყველაფერი ეს წმინდა ქართულია და იგი შემონახულია არა მარტო აჭარაში, არამედ ყველგან ამ მხარის ქართველ მუსლიმებში" (ბაქრაძე, 1987, გვ. 50).

ვახუშტი ბაგრატიონი შავშეთს შემდეგნაირად ახასიათებს: „და არს ესე შავშეთი ტყიანი, გორა-მთიანი, ღელე-ღრანტოიანი, იწრო და მაგარი, ვენახ-ხილიანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, თგნიერ ბრინჯ-ბამბისა. პირუტყვნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. და ნოყოფიერებს ფრიად მიწა ამისი, რაოდენაც იდმარების სივიწროვედ“.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები