ახალციხელი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა ახალციხელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ახალციხელი

შალვა თორელ-ახალციხელი - თამარის ეპოქის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე. მანდატურთუხუცესი 1212-1222 წწ. და მეჭურჭლეთუხუცესი. ჯავახეთის მონაპირე ერისთავი XIII ს-ის დასაწყისიდან 1226 წ-მდე. ნ. ბერძენიშვილმა პირველმა გამოთქვა ვარაუდი კიმოთისმანის წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავ შალვა თორელ-ახალციხელისა და თამარის დროინდელი ცნობილი სამხედრო მოღვაწის, შალვა ახალციხელის იგივეობის შესახებ. ეს მოსაზრება არგუმენტებით გაამყარა ნ. შოშიაშვილმა, რომელმაც გამოიკვლია თორელთა ახალციხური შტოს აღზევების გარემოებები XII-XIII სს-თა მიჯნაზე.

თამარის მეფობაში ფლობდა მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს, ხოლო მოგვიანებით, შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელის მცირეწლოვანების პერიოდში, ლაშა გიორგისგან მანდატურთუხუცესის თანამდებობა უნდა მიეღო. იგი ამ სახელოების მფლობელად იხსენიება განძანის წარწერებში და ბასიანის ომის ეპიზოდში.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მისი მანდატურთუხუცესობა განსაზღვრულია: 1206-1208 წწ. (ლ. მუსხელიშვილი), 1201/07-1226 წწ (ნ. შოშიაშვილი), 1202/03-1215 წწ. (გ. ოთხმეზური), 1205-1210 წწ. (პ. ინგოროყვა), 1212-1225 წწ. (ს. კაკაბაძე), 1212-1222 წწ. (დ. კლდიაშვილი). თამარის მეორე ისტორიკოსის თანახმად, იგი სარგის თმოგველთან ჯავახეთის საზღვრებს იცავდა (მონაპირეობდა).

1225 წ. ჯალალედინის წინააღმდეგ გარნისის ბრძოლაში ივანე ახალციხელი მოკლეს, ხოლო შალვა ტყვედ ჩავარდა და ერთი წლის შემდეგ ისიც მოკლულ იქნა. ქართველების დამარცხების მიზეზად მემატიანე ასახელებს ივანე ათაბაგის შურს ახალციხელებისადმი. ამ „შურის“ მიზეზი კი, შესაძლოა, ყოფილიყო გიორგი-ლაშას მიერ მხარგძელთა კუთვნილი მანდატურთუხუცესის სახელოს გადაცემა შალვა ახალციხელისადმი.




წყაროები და ლიტერატურა

  • ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 129;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 17-71;
  • ბერძენიშვილი 1964: 232;
  • შოშიაშვილი 1966: 29;
  • მესხია 1979: 162;
  • ბახტაძე 2003: 259.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები