დადიანი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა დადიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა დადიანი

დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე (დ. - 9.V.1874, დაბა ყვირილა - გ. - 15.III.1959, თბილისი) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო მამის, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით. 1892 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“. 1896 წლდან მისი პროზაული მინიატურები იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“. 1893 წლიდან დაიწყო თეატრალური კარიერა, მონაწილეობა მიიღო კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე“, რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. 1905 წლდან დაიწყო დრამატურგიული მოღვაწეობა. 1905 დაწერა პიესა „მღვიმეში“, 1907 - „როს ნადიმობდნენ“. 1908 ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი“, რომელმაც, ცენზურის მიუხედავად, პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა „უკანასკნელნი“. 1916 დაიწყო პირველ ისტორიულ რომანზე („გიორგი რუსი“) მუშაობა.

1917 წელს დაასრულა პიესა „გუშინდელნი“, რომელშიც ბაქოს ქართული დასის მსახიობებმა ითამაშეს. 1918 წელს მონაწილეობდა „ქართული კლუბის“ მიერ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მხარდასაჭერ საღამოში. 1920 წლის 2 იანვარს მონაწილეობა მიიღო „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით წარმოდგენილ პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლში „სამზადისი“. 1921 წლის პირველ მარტს დაესწრო ხელოვანთა კრებას, რომელიც აკ. ხოშტარიას სახლში გაიმართა.

1928 წელს დაწერა კომედია „კაკალ გულში“, 1931 - პიესა „თეთნულდი“, 1937 - ისტორიულ-რევოლიციურ დრამა „ნაპერწკლიდან“. ავტორია რომანისა „გვირგვილიანების ოჯახი“ (1954) და მოგონებათა წიგნისა „რაც გამახსენდა“ (1959). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1959). დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ი. ვართაგავა, შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1962;
  • მ. მარჯანიშვილი, შალვა დადიანი;
  • გ. ციციშვილი, შალვა დადიერანი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1974;
  • გაზ. საქართველო, 1920 წელი, 1 იანვარი;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 7 დეკემბერი, 1918;
  • გაზ. კომუნისტი, 4 მარტი, 1921.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შალვა დადიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები