შატაიძე ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუგზარ შატაიძე

შატაიძე ნუგზარ − (1944 − 2009), ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი. დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.


დავბერდი
მაღლიდან წვიმა მოასხამს −
მიწისა არი, არ ცისა,
სახეს მისველებს ტიალი,
შამღონებელი კაცისა.
ჟამი გასულა რამდენი,
ნურავინ იტყვის − წამია,
გახუნებულა ყოველი,
აქამდე რაც მიწამია.
ვზივარ და ჩუმად ვიგონებ
ჩავლილ-გამოვლილ ყოფასა −
სულ მუდამ ჯაჭვით დაბმულსა
იმ ღრჯოლებიან ქოფაკსა.
ფანდურიც დამძველებია,
ვეღარ გავუბი ლარები,
რა თავში ვიხლი − გამოჩნდა
შავეთის შავი კარები.
უცხონი დამწკრივებულან,
მიაწითლებენ ქვიშასა,
სხვათა სიმღერას მღერიან,
ლაპარაკობენ სხვისასა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები