ედუარდ შევარდნაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შევარდნაძე ედუარდ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ შევარდნაძე

შევარდნაძე ედუარდ ამბროსის ძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი)ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (1995-2003).

სარჩევი

განათლება

დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (1959).

თანამდებობები

  • 1957-61 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი.
  • 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
  • 1961-64 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი,
  • თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივნი (1964).
  • საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1965-72),
  • 1972 წლის ივლისიდან სექტემბრამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.
  • საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-85),
  • საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-90), აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებაში.
  • 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია.
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარე (1992-95),
  • საქართველის თავდაცვის მინისტრი (შეთავსებით 1994).

1995 წელს შექმნა პარტია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში (1995-2002).

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. "ვარდების რევოლუციიის" შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან (2003 წლის 23 ნოემბერი).

ჯილდოები

დაჯილდოებულია უცხო ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. რამოდენიმე წიგნის ავტორი. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.


იხილე აგრეთვე

ედუარდ შევარდნაძე


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები