შეიარაღების კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღების კომპლექსი – ფუნქციურად დაკავშირებული დამაზიანებელი და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ საბრძოლო გამოყენებას.

დამაზიანებელ საშუალებებს განეკუთვნება საბრძოლო მასალები (რაკეტების და ტორპედოების საბრძოლო ნაწილები, საავიაციო ბომბები, საარტილერიო ჭურვები და ა.შ.) და მიზანთან მათი მიტანის საშუალებები (რაკეტები, ტორპედოები, თვითმფრინავები, საარტილერიო ქვემეხები და სხვა); უზრუნველყოფის საშუალებებია: რაკეტების სასტარტო მოწყობილობა, დაზვერვის, ცეცხლის მართვისა და სროლის უზრუნველყოფის, სატრანსპორტო-დამმუხტველი, საკონტროლო-შემმოწმებელი და სხვა საშუალებები. ყველაზე გავრცელებულია სარაკეტო კომპლექსები – საზენიტო, სახომალდო, სახმელეთო, ნავსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები