შეიარაღებული პროვოკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული პროვოკაცია – სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ შეზღუდული მასშტაბის სამხედრო ძალის სანქცირებული გამოყენება.

მისი მიზანია სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავება, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დადგენა, მეორე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამართლება, სამხედრო ინციდენტის შექმნა და ომის დაწყების საბაბად გამოყენება და ა.შ.

შეიარაღებული პროვოკაციის წინასწარ განზრახული ხასიათის დამტკიცების შემთხვევაში იგი კვალიფიცირდება, როგორც აგრესიის აქტი და საერთაშორისო დანაშაული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები