შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებები – მოქმედებები, რომლებიც მიმართულია დაპირისპირებული ძალების დასაშორიშორებლად, ცეცხლის შეწყვეტაზე დაკვირვების ან პოლიტიკური შეთანხმებების სხვა პირობების დაცვისკენ; უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისკენ, დემილიტარიზაციის და ბუფერული ზონების რეჟიმის უზრუნველყოფისკენ, ასევე ტერიტორიის კონტროლი (საკონტროლო-გამშვები პუნქტების, ბლოკპოსტების ორგანიზება და სხვა). შეიარაღებული ძალების არატრადიციული მოქმედებების მიზანია კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქციების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო სტრუქტურების ორგანიზებას ან აღდგენას, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები