შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს პირად შემადგენლობაზე, უფრო ფართო გაგებით კი – შეიარაღებაზე, სამხედრო ტექნიკასა და სხვა მატერიალურ საშუალებებზე შეიარაღებული ძალების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სახელმწიფოში მიღებული შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სისტემა წარმოადგენს სამხედრო მშენებლობის და მისი შეიარაღებული ძალების მოწყობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს მათი საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის მდგომარეობას. მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ამოცანაა, იყოლიოს შტატებით დადგენილი რიცხოვნობის არმია და ფლოტი, დააგროვოს სამხედრო საქმეში საჭირო რაოდენობის განსწავლული რეზერვი; შეიარაღებული ძალების სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანისას – უზრუნველყოს დროული და სრული სამობილიზაციო გაშლა; ომის პირობებში – უმთავრესად შეავსოს მოქმედი არმიის და ფლოტის დანაკარგები, აგრეთვე პირადი შემადგენლობით უზრუნველყოს ახალი ფორმირებები.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ძირითადი ელემენტებია:

  • დაკომპლექტების ხერხები,
  • გასაწვევი ასაკი,
  • გასაწვევი კონტინგენტების შერჩევა და განაწილება,
  • დაკომპლექტების პრინციპები და სამხედრო სამსახურის ვადები,
  • სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევის რაოდენობა.

შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება ორი ძირითადი გზით: მოქალაქეთა სავალდებულო (იძულებითი) სამხედრო ბეგარის (ვალდებულების) საფუძველზე, რომელსაც ისინი იხდიან გაწვევით (მობილიზაციით) და ნებაყოფლობით საწყისებზე – დაქირავებით, კონტრაქტით ან იდეური მოტივაციით. კონკრეტულ ისტორიულ პირობებში ეს ხდებოდა დაქირავების, მოხალისეების, ფეოდალური და სახალხო ლაშქრების, სარეკრუტო ბეგარის, საყოველთაო ან ნაწილობრივი (გამონაკლისებით) სამხედრო ბეგარის (ვალდებულების) გზით და სხვა. აგრეთვე სხვადასხვა ხერხის შეხამებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები