შელოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შელოცვა - ფოლკლორის ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოსთქვამდნენ და ტექსტს არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „კარაბადინი“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედოვე ფოლკლორში შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება.

ვ. მაცაბერიძე



ლიტერატურა

  • ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1952;
  • ოქროშიძე თ., შელოცვის უძველესი ქართული ტერმინი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. №I, №2, 1955.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები