შემხვედრი ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემხვედრი ბრძოლა - შეტევითი ბრძოლის ნაირსახეობა, რომელშიც ორივე მხარე ისწრაფვის დასახული ამოცანები შეასრულოს შეტევით, რათა მოკლე ვადაში გაანადგუროს მოწინააღმდეგე, ხელთ იგდოს ინიციატივა და შექმნას პირობები შემდგომი წარმატებისათვის.

შემხვედრი ბრძოლა წარმოიშობა მარშზე მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას; თავდაცვაშიკონტრშეტევების მოწყობის და კონტრდარტყმების მიყენების დროს; ქვედანაყოფების და ნაწილების წინ წაწევისას ახალი მიჯნის დასაკავებლად ან I ეშელონის ჯარების შესაცვლელად მოწინააღმდეგის აერომობილურ ნაწილებთან, ტაქტიკურ საჰაერო და საზღვაო დესანტებთან ბრძოლის დროს.

კონტრშეტევაში (შეტევაში) შემხვედრი ბრძოლა შეიძლება წარმოიშვას ბატალიაში ჯარების შეყვანის, კონტრიერიშების (კონტრდარტყმების) მოგერიების, წარმატების განვითარების დროს. ასევე რღვეულების (ხვრელების) დასაფარავად ან ხელსაყრელი მიჯნების დასაკავებლად მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს, მისი თავდაცვის სიღრმეში სამანევრო მოქმედებისას. შემხვედრი ბრძოლა გულისხმობს:

  • მხარეების დაახლოებას;
  • ბრძოლის დაწყებას;
  • მთავარი ძალების ბრძოლას;
  • დამაგვირგვინებელ მოქმედებას.

მხარეთა ძალების ზრდის პირობებში შემხვედრი ბრძოლა შეიძლება გადაიზარდოს ზოგადად შემხვედრ ბატალიაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები