შეტევის ზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეტევის ზოლი - ადგილმდებარეობის ზოლი, რომლის ფარგლებშიც გაერთიანება (შენაერთი, ნაწილი) ასრულებს ოპერატიულ (საბრძოლო) ამოცანებს შეტევის დროს. შემოფარგლულია მარჯვნიდან და მარცხნიდან გამმიჯვნელი ხაზებით. შეტევის ზოლის სიგანე დამოკიდებულია საბრძოლო ამოცანის შინაარსზე, საკუთარი ჯარების შემადგენლობაზე, მათი გაძლიერების საშუალებებზე, მოწინააღმდეგის შემადგენლობაზე, განლაგებასა და მოქმედებების ხასიათზე, ადგილმდებარეობის თავისებურებებზე, ჰიდრომეტეოროლოგიურ და კლიმატურ პირობებზე. II მსოფლიო ომის დროს შეტევის ზოლის სიგანე
მსროლელი პოლკისათვის იყო – 2 კმ-მდე,
მსროლელი დივიზიისა – 2-4 კმ,
საერთო-საჯარისო არმიისა – 35-50 კმ,
დაჯგუფების (ფრონტის) – 200-300 კმ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები